Ubisoft უქმეებზე The Crew 2-ს სრულიად უფასოდ გასცემს

187 ნახვები

კომპანია Ubisoft PC პლატფორმის მომხმარებლებს უქმეების საინტერესოდ გატარებას სთავაზობს. შემქმნელები რამოდენიმე დღით სრულიად უფასოდ სარბოლო ჟანრის თამაშს The Crew 2-ს გასცემენ.

თამაშის მიღება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის ონლაინ მაღაზია Uplay-დან. თამაშს მისაღებად უნდა იყოთ Uplay-ის რეგისტრირებული მომხმარებელი, თუ არ გაქვთ რეგისტრაცია არც ეგაა პრობლემა რადგან აღნიშნული ოპერაცია სრულიად უფასოა ყველა მსურველისათვის. თამაშის ჩამოტვირთვები უკვე დაწყებულია. აღნიშნული აქცია დაიწყება 27 სექტემბერს და 30 რიცხვამდე გასტანს. მოთამაშეებს აღნიშნული უქმეების პერიოდში განვლილი პროგრესი შეენახებათ და თამაშის სრული ვერსიის ყიდვისას მის გაგრძელებას უპრობლემოდ შესძლებთ. აქციის ფარგლებში The Crew 2-ის სრულ ვერსიას 45% ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი.

The Crew 2-ში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ამერიკის სხვა და სხვა რელიეფზე დატკბეთ სისწრაფით. თქვენ მოგიწევთ ისეთი სატრანსპორტო საშუალებების მართვა როგორებიცაა : უგზოობის მაღალი გამავლობის სპორტული ჯიპები, ულამაზესი სპორტული სუპერ ავტომობილები, უზარმაზარი მონსტრი ჯიპები, სპორტული და მთის მოტოციკლები, წყლის სწრაფი კატერები და სწრაფი საფრენი აპარატები. თამაშში შესაძლებლობა გექნებათ მომენტალურად გააკეთოთ ტრანსფორმაცია ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორეში.

შეგახსენებთ, რომ თამაში გამოვიდა 2018 წლის 29 ივნისს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.