Codemasters-მა DiRT Rally 2.0 დააანონსა

48 ნახვები

კომპანია Codemasters-მა, რომელიც ცნობილია ყველასათვის საყვარელი სარბოლო ჟანრის თამაშით DiRT თამაშის ახალი ნაწილი DiRT Rally 2.0 დააანონსა და მისი ანონსის ტრეილერიც წარმოგვიდგინა.

თამაშის ახალ ნაწილს ტრადიციულად ექნება, როგორც მრავალმომხმარებლური რეჟიმი, ასევე სიუჟეტური ხაზი. მოთამაშეებს  ასპარეზობა მოუწევთ ისეთი ქვეყნების ოფიციალურ ტრასებზე როგორებიცაა : ახალი ზელანდია, არგენტინა, ესპანეთი, პოლონეთი, ავსტრალია და ამერიკა. თამაშში ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო საავტომობილი ფედერაციის (FIA) 8 ოფიციალური ტრასა.

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2019 წლის 26 თებერვლისათვის, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.