ცნობილი გახდა Xbox Live Gold-ისა და Xbox Game Pass-ის ოქტომბრის თამაშების სია

41 ნახვები

Microsoft-ის ყოველთვიური პირდაპირი გადაცემა Inside Xbox-ის დროს ცნობილი გახდა Xbox live Gold-ისა და Xbox Game Pass-ის გამომწერებისათვის გასაცემი ოქტომბრის უფასო თამაშების სია. როოგრც იცით, აღნიშნული სერვისების გამომწერებს Xbox-ი ყოველთვიურად სხვა და სხვა თამაშებს სთავაზობს აბსოლუტურად უფასოდ. ამასთანავე გამომწერებს შესაძლებლობა აქვთ ფასდაკლებებით ისარგებლონ Xbox-ის ონლაინ მაღაზიაში, ასევე უფასოდ მიიღონ თამაშების სადემონსტრაციო ვერსიები და სხვა.

ოქტომბრის თვეში Xbox Live Gold-ის გამომწერები შემდეგ თამაშებს მიიღებენ:

  • Overcooked Xbox One 1-დან 31 ოქტომბრამდე
  • Victor Vran Xbox One 16 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე
  • Stuntman: Ignition Xbox 360, Xbox One 1-დან 15 ოქტომბრამდე
  • Hitman: Blood Money – Xbox 360, Xbox One 16-დან 31 ოქტომბრამდე

Xbox Game Pass – აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომი Microsoft-ის მხოლოდ ახალი თაობის კონსოლზე Xbox One-ზეა ხელმისაწვდომი. სერვისის გამომწერებისათვის 1 ოქტომბრიდან შემდეგი თამაშებით განახლდება ბიბლიოთეკა.

  • Split/Second: Velocity
  • Wolfenstein: The New Order
  • Metro 2033 Redux
  • Westerado: Double Barreled
  • LEGO Indiana Jones: The Original Adventures
  • Shantae: Half-Genie Hero
  • Forza Horizon 4 (2 ოქტომბრიდან)