კომპანია EA Battlefield 1-ისა და 4-ის Premium Pass-ს სრულიად უფასოდ გასცემს

100 ნახვები

კომპანია Electronic Arts საომარი თემატიკის თამაშების Battlefield 1-ისა და Battlefield 4-ის მოყვარულებს საინტერესო საჩუქარს სთავაზობს. აღნიშნული თამაშების მფლობელებს კომპანია სრულიად უფასოდ გადასცემს მათთვის განკუითვნილ პრემიუმ საშვებს.

მათ ვისაც უკვე გაქვთ ზემოთ მოყვანილი თამაშებიდან რომელიმე ნაწილი თქვენს პირად ანგარიშზე EA Origin-ში, PS Store-ში ან Xbox Store-ში, შეგიძლიათ სრულიად უფასოდ მიიღოთ მათი Premium Pass, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, მათთვის დღემდე გამოსული აბსოლიტურად ყველა დამატება, იარაღები, რეჟიმები, სხვა და სხვა სათამაშო რუკები და სხვა მრავალი შესაძლებლობა სრულიად უფასოდ გაიაქტიუროთ თქვენს ანგარიშზე. აღნიშნული აქცია გახლავთ დროებითი და გირჩევთ იჩქაროთ რათა არ გაუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შესაძლებლობა. აქციის დასრულების შემდეგ მიღებული პრემიუმ საშვი სამუდამოდ დაგრჩებათ თქვენს ბიბლიოთეკაში.

შეგახსენებთ, რომ თამაშის უახლესი ნაწილი Battlefield V 2018 წლის 20 ნოემბერს გამოდის, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.