ნადირობა და თევზაობა Red Dead Redemption 2-ის ახალ ფოტო კადრებზე

228 ნახვები

კომპანია Rockstar ბოლო დღეების მანძილეზე ყოველ კვირა ახალ კადრებს და სიახლეებს გვთავაზობს საკუთარი ვესტერნის ჯანრის თამაშიდან Red Dead Redemption 2. ამჯერად შემქმნელებმა კვლავაც ახალი ფოტო კადრები წარმოგვიდგინეს, რომლებიც თამაშის ველურ ბუნებაზეა მიძღვნილი.

კადრებზე წარმოდგენილია თამაშის მთავარი გმირი არტურ მორგანი, რომელიც პირველად გამოჩნდა წვერით. როგორც იცით თამაშში პერსონაჟებს მუდმივად ეზრდებათ წვერი და მოთამაშეს საკუთარი პერსონაჟის გარეგნობაზე ზრუნვა მუდმივად მოუწევს. კადრებზე მორგანი წარმოდგენილია ნადირობისა და თევზაობის სცენებით. თამაშში ნანადირევის გამოყენება შესაძლებელია როგორც ბანაკის გამოსაკვებად ასევე მის გასაყიდად. შემქმნელების თქმით თამაშში წარმოდგენილი იქნება ველური ბუნების 200-მდე წარმომადგენელი, რომლებსაც ინდივიდუალური ქცევები და მონაცემები ექნებათ.

თამაში გამოდის 2018 წლის 26 ოქტომბერს, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.