Steam-ზე Tokyo Game Show 2018-ის ღონისძიებისათვის მიძღვნილი ფასდაკლების აქცია მიმდინარეობს

26 ნახვები

როგორც იცით იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარეობს თამაშების ყოველწლიური გამოფენა Tokyo Game Show, რომელიც აზიის რეგიონში ყველაზე მაშტაბური გახლავთ. აღნიშნული ღონისძიება 20-სექტემბერს გაიხსნა და 23 რიცხვამდე გაგრძელდება. Steam-ის ონლაინ მაღაზიაში კი სპეციალურად TGS 2018-ისათვის მიძღვნილი ფასდაკლების აქცია მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში ისეთი თამაშების შეძენა როგორებიცაა Final Fantasy XV, NieR: Automata, Nioh, Resident Evil HD Remaster, Resident Evil 4, Resident Evil 7, Dragon Ball FighterZ და სხვა 15-დან 80%-მდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ Tokyo Game Show 2018-ზე პოლონური საგამოფენო ღონისძიების Game Industry Conference-ის სტენდზე, რომელიც სპეციალურად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი შემქმნელებისათვის არის შექმნილი ქართველი შემქმნელების ნუკრი ჟვანიასა და გიორგი აბელაშვილის თამაში Slice მოხვდა.