ჩინეთში სტრიმინგული სერვისი Twitch დაიბლოკა

24 ნახვები

ჩინეთში ყველასათვის ცნობილი და პოპულარული სტრიმინგული სერვისი Twitch დაიბლოკა. სერვისის აპლიკაცია უკვე აღარ მოიძებნება რეგიონის App Store-ის ონლაინ მაღაზიაში და მისი ოფიციალური საიტიც აღარ ფუნქციონირებს.

პრობლემები დაიწყო რამოდენიმე დღის წინ, კონკრეტულად 18 სექტემბერს. აღნიშნული რიცხვიდან სერვისი უკვე ქვეყნის უმეტეს პროვინციებში მიუწვდომელი იყო, ცოტა ხნის შემდეგ კი სერვისი სრულად დაიბლოკა რეგიონში. რამ გამოიწვია Twitch-ის დაბლოკვა ეს ამ დრომდე უცნობია.

აგვისტოს თვეში კომპანიის პოპულარობამ ჩინეთში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. მისი აპლიკაციის ჩამოტვირთვებმა App Store-ის სერვისში მესამე ადგილი დაიკავა. ეს ყველაფერი კი გამოწვეული იქნა რეგიონში აელექტრონული სპორტის ფინალური მატჩების პირდაპირ ეთერში გადმოცემამ.