ცნობილი გახდა World War 3-ის ნაადრევი სტადიით გამოსვლის თარიღი

44 ნახვები

პოლონურმა სტუდია The Farm 51-მა საკუთარი საომარი თემატიკის თამაშის World War 3-ის ნაადრევი სტადიით გამოსვლის თარიღი გამოაქვეყნა. თამაშის გაყიდვები Steam-ის ონლაინ მაღაზიაში 19 ოქტომბრიდან დაიწყება, ხოლო მოგვიანებით შესაძლოა თამაში კონსოლურ პლატფორმებზეც ვიხილოთ.

თამაშში ბრძოლები გაიმართება მსოფლიოს რეალურად არსებულ ტერიტორიებზე. თამაშში იქნება მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნების სამხედრო არმიები. თამაშში ომის განვითარებაზე ნებისმიერი ბრძოლის შედეგი იქონიებს გავლენას. მოთამაშეებს ექნებათ ფართო არჩევანი სურვილისამებრ მოირგონ საკუთარი შეიარაღება და აღჭურვილობა. შემქმნელები გვპირდებიან, რომ თამაშში იქნება ბალისტიკური სისტემები, ჯავშნისა და შეიარაღების უახლესი მიღწევები. შემქმნელები რეგულარულად გადიან კონსულტაციებს შეიარაღებისა და საომარი მოქმედებების ექსპერტებთან. ასევე ეცნობიან ინფორმაციას სამხედრო სამეცნიერო ცენტრებიდან.