გამოქვეყნდა Devil May Cry 5-ის სისტემური მოთხოვნილებები

83 ნახვები

კომპანია Capcom-მა PC პლატფორმის მომხმარებლებისათვის საკუთარი მოქმედებითი ჟანრის თამაშის Devil May Cry-ის ახალი მეხუთე ნაწილის სისტემური მოთხოვნილებები წარმოადგინა.

თამაშის მეხუთე ნაწილში წარმოდგენილი იქნება სამი მთავარი პერსონაჟი :  ნერო, დანტე და ცოტა ხნის წინ დაანონსებული ახალი პერსონაჟი სახელად ვი (V). შემქმნელების თქმით აღნიშნული პერსონჟები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულნი არიან, რაც თამაშს პროცესს მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. თამაში მუშაობს Capcom-ის ცნობილ სათამაშო ძრავაზე RE Engine, რომელიც ცნობილია კომპანიის ასევე კიდევ ერთი ცნობილი და ბევრისათვის საყვარელი თამაშით Resident Evil 7.

მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები :

  • ოპერაციული სისტემა : WINDOWS 7 64-ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი : Intel® Core i7-4770 3.4GHz ან უკეთესი
  • ოპერატიული მეხსიერება : 8 გბ
  • გრაფიკული ბარათი : NVIDIA GeForce GTX760 ან უკეთესი
  • DirectX ვერსია : 11
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე : 35 გბ

რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნილებები :

  • ოპერაციული სისტემა : WINDOWS 7 64-ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი : Intel Core i7-4770 3.4GHz ან უკეთესი
  • ოპერატიული მეხსიერება : 8 გბ
  • გრაფიკული ბარათი : NVIDIA GeForce GTX960 ან უკეტესი
  • DirectX ვერსია : 11
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე : 35 გბ

თამაში გამოდის 2019 წლის 8 მარტს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.