Sony 2019 წლიდან წყვეტს საკუთარი პორტატული კონსოლის PS Vita-ს წარმოებას

224 ნახვები

ცნობილი გახდა, რომ კომპანია Sony მომავალი წლიდან წყვეტს საკუთარი პორტატული კონსოლის PS Vita-ს წარმოებას.

აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი TGS 2018-ის ღონისძიებაზე გახდა. კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა ჰიროუკი ოდამ განაცხადა, რომ კომპანია ამ დროისათვის არ გეგმავს ახალი პორტატული კონსოლის წარმოებას. როგორც იცით აღნიშნული კონსოლი გაყიდვაში 2011 წლის 17 დეკემბერს გამოვიდა და დღემდე კომპანიამ კონსოლის 15 მილიონამდე ასლი გაყიდა, რაც მის წინა ვერსიის კონსოლ PSP-ს გაყიდულ 80 მილიონ ასლთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

აქვე შეგახსენებთ, რომ კომპანიამ ცოტა ხნის წინა Playstation 1-ის თანამედროვე ვერსია წარმოგვიდგინა. თანამედროვე კლასიკური კონსოლი ორიგინალთან შედარებით 45%-ით პატარაა. კონსოლი გამოვა 2018 წლის 3 დეკემბერს და მისი ფასი 100$ იქნება.