Tokyo Game Show 2018-ზე პოლონური Game Industry Conference-ის სტენდზე ქართული თამაში Slice მოხვდა

91 ნახვები

როგორც იცით უკვე გაიხსნა აზიის რეგიონში ყველაზე მაშტაბური თამაშების გამოფენა Tokyo Game Show 2018. ღონისძიება ყოველწლიური სახის გახლავთ და იმართება სექტემბრის თვეში, ტოკიოს გარეუბან ტიბაში არსებულ საგამოფენო კომპლექსში Makuhari Messe. აღნიშნულ ღონისძიებაზე კი პოლონურ Game Industry Conference-ს გააჩნია საკუთარი სტენდი, რომელზეც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელ შემქმნელებს საკუთარი თამაშის წარდგენის შანსს აძლევს.

Tokyo Game Show-ზე წარდგენის მსურველებისათვის განაცხადების მიღება საგამოფენო ღონისძიებამ GIC ივლისის თვეში დაასრულა. სპეციალურმა ჟიურიმ კი საუკეთესოთა შორის საუკეთესო პროექტები შეარჩია და TGS 2018-ზე არსებულ საკუთარ სტენდზე გამოფინა, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა და სხვა ქვეყნებს შორის ჩვენი მშობლიური საქართველოს წარმომადგენელი ნუკრი ჟვანიაც მოხვდა თამაშით Slice. თამაშის შექმნაზე იმუშავეს ნუკრი ჟვანიამ და გიორგი აბელაშვილმა. აღნიშნული წარმატება მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ამ უნიჭიერესი ახალგაზრდა შემქმნელებისათვის არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც, რადგან ამით მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ჩვენც გვაქვს რესურსი საინტერესო და წარმატებული თამაშების წარმოებისა.

TGS 2018-ის ღონისძიება უკვე გაიხსნა (დღეს) და 23 სექტემბრამდე გასტანს.

რაც შეეხება Game Industry Conference-ის (GIC) მოგახსენებთ, რომ აღნიშნული კონფერენცია ყოველწლიურად იმართება, პოლონეთის ქალაქ პოზნანში. ღონისძიება გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი ევროპის მაშტაბით, რომელსაც ათასობით სტუმარი ესწრება. ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ და გაესაუბრონ  წარმატებული სტუდიების წარმომადგენლებს პოლონური თამაშების ინდუსტრიიდან, ასეთი სტუდია კი უკვე რამოდენიმე ასეული გახლავთ პოლონეთში, რომელშიც რამოდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული.

Game Industry Conference 2018 გაიმართება 11-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით.