Sony-მ კლასიკური კონსოლის PlayStation 1-ის თანამედროვე ვერსია წარმოგვიდგინა

93 ნახვები

როგორც იცით დღეისათვის თანამედროვე და მაღალი დონის გრაფიკული მონაცემების მქონე თამაშებთან ერთად საკმაოდ პოპულარული გახლავთ კლასიკური თამაშები და რა თქმა უნდა კონსოლები. კომპანია Sony გახლავთ ერთ-ერთი ლეგენდარული კონსოლური პლატფორმის PlayStation 1-ის შემქმნელი და გადაწყვიტა გადაწყვიტა კლასიკის ჟანრის მოყვარულებს საკმაოდ სასიხარულო საჩუქარი გაუკეთოს. კომპანია PlayStation 1-ის გამოსვლიდან 24 წლისთავის აღსანიშნავად აღნიშნული კონსოლის თანამედროვე ვერსიას შემოგვთავაზებს.

კლასიკური კონსოლის თანამედროვე ვერსია ორიგინალთან შედარებით 45%-ით იქნება შემცირებული. კონსოლი გამოვა 2018 წლის 3 დეკემბერს და მისი ფასი 100$ იქნება. მყიდველები კომპლექტში მიიღებენ გამოსახულების HDMI კაბელს და ორ კონტროლერს. ამ დროისათვის ცნობილია, რომ კონსოლი მიიღებს 20 კლასიკურ თამაშს, მათგან ხუთის სახელწოდება უკვე ცხნობილია და ესენი გახლავთ : Final Fantasy VII, Jumping Flash, R4 Ridge Racer Type 4, Tekken 3 და Wild Arms. დანარჩენი თამაშების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

შეგახსენებთ, რომ ორიგინალი კონსოლი იაპონიის ბაზარზე 1994 წლის 3 დეკემბერს გამოჩნდა და მალევე მოიპოვა პოპულარულობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.