Silent Hills P.T-ის მოტივებზე შექმნილი თამაშის Infliction-ის დემო უკვე მზადაა ნებისმიერი მსურველისათვის

30 ნახვები

კომპანია Caustic Reality საკუთარი ახალი საშინელებათა ჟანრის თამაშის Infliction-ის სადემონსტრაციო ვერსიას სრულიად უფასოდ გასცემს. თამაში შექმნილია PS4-ის ექსკლუზიური და უკვე დახურული პროექტის Silent Hills P.T-ის მოტივებზე.

შემქმნელები თამაშის დემო ვერსიას ნებისმიერ მსურველზე გასცემენ, რადგან მოთამაშეებს წარმოდგენა შეექმნათ, თუ რას უნდა მოელოდნენ თამაშის სრული ვერსიისაგან. დემოს ჩამოტვირთვა შესაძლებელია თამაშის ოფიციალური საიტიდან და Steam-ის ონლაინ მაღაზიაში არსებული მისივე გვერდიდან. თამაში მუშავდება Unreal Engine-ის ძრავზე და გააჩნია მაღალი ხარისხის ფოტო რეალისტური გრაფიკული მონაცემები.

თამაშის მოვლენები ქალაქგარეთ არსებულ სახლში ვითარდება. წარსულში სახლში ბედნიერი ოჯახი ცხოვრობდა ახლა კი იგი მოჩვენებებით დასახლებულ შემაძრწუნებელ ადგილადაა ქცეული. მოთამაშეებს მოუწევთ გაარკვიონ  სახლში მომხდარი საშინელი მკვლელობის მიზეზი. თამაში ხელმისაწვდომი იქნება ორი სირთული : სტანდარტული და ჰარდკორული.

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის ოქტომბრის თვისათვის, PC პლატფორმაზე.