Rockstar Games-მა Red Dead Redemption 2-ის ახალი ფოტო კადრები გამოაქვეყნა

117 ნახვები

როგორც იცით ახლოვდება კომპანია Rockstar Games-ის ვესტერნის ჟანრის თამაშის Red Dead Redemption-ის მეორე ნაწილის გამოსვლის თარიღი. შემქმნელები კი მოთამაშეებს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ და ამჯერად რამოდენიმე ახა ფოტო კადრს წარმოგვიდგენენ.

როგორც იცით, თამაშის მეორე ნაწილი გახლავთ ორიგინალი თამაშის პრიკველი. თამაშის მოქმედებები ვითარდება 1899 წლის ველურ დასავლეთში. შემქმნელები მოთამაშეებს პირდებიან მასშტაბურ, ღია სამყაროს, რომელშიც მოგზაურობა მოგიწევთ ტრადიციულად მესამე პირში. თამაშს ექნება როგორც სიუჟეტური ხაზი, ასევე მრავალმომხმარებლური რეჟიმი. თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის 26 ოქტომბრისთვის PlayStation 4-სა და Xbox One პლატფორმებზე.

Red Dead Redemption 2-ში კომპანია წარმოგვიდგენს მაშტაბურ და ღია სამყაროს, რომლიც ყოველი მხრიდან სავსეა ფლორითა და ფაუნით, მტაცებელი ცხოველებითა და ფრინველებით. თამაშში შევხვდებით უამრავ პერსონაჟს, რომლებსაც თამაშის განვითარებასთან ერთად უფრო ახლოდან გავიცნობთ. ასევე ვიხილავთ აღნიშნული საუკუნისათვის დამახასიატებელ პერსონაჟებს. მოთამაშეებს შემხვედრ პერსონაჟებთან შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი სურვილისამებრ წარმართონ ურთიერთობა და განსაზღვრონ მისი დასასრული, იქნება ეს დაპირისპირება, მკვლელობა თუ დამეგობრება. თამაშში წარმოდგენილი იქნება ახალი საბრძოლო სისტემა, როგორც ხელჩართული ბრძოლისათვის ასევე იარაღის გამოყენებით.

თამაშში შეხვდებით უამრავ სიუჟეტურ თუ გვერდით დავალებას. მათი შესრულებისას კი თქვენი გადაწყვეტილებები გავლენას იქონიებს სიუჟეტის მომავალ განვითარებაზე. თამაშში ასევე ვიხილავთ უამრავ გასართობს როგორებიცაა: მინი თამაშები, პოკერი, მადირობა და თევზაობა და სხვა.

ახალი ფოტო კადრები