კომპანია Nvidia GeForce RTX ტექნოლოგიის დემონსტრირებას ამჯერად Metro: Exodus-ში ახდენს

55 ნახვები

კომპანია Nvidia კვლავაც აგრძელებს საკუთარი ახალი და უნიკალური ტექნოლოგიის მქონე ახალი ვიდეო დაფების გრაფიკული მახასიათებლების დემონსტრირებას. ახალი გრაფიკული ბარათების GeForce RTX სერია უნიკალური გახლავთ მისი ჩრდილების ტრასირების ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველქოფს ფოტო რეალისტურ გრაფიკას და განათების ახალ საფეხურს.

ამჯერად კომპანიამ ტექნოლოგიის დემონსტრირებისათვის დიმიტრი გლუხოვსკის წიგნის მოტივებზე შექმნილი თამაში Metro: Exodus აირჩია. პირველი პირის, სროლების ჟანრის თამაშში ახალი ტექნოლოგია იდეალურ გრაფიკულ მახასიათებლებს უზრუნველყოფს. განათება და ჩრდილები მაქსიმალურად რეალისტურადაა გადმოცემული.

თამაში Metro: Exodus გამოდის 2019 წლის 22 თებერვალს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.