სერვისი GOG.com 4 კლასიკურ ჟანრის თამაშს სრულიად უფასოდ გასცემს

89 ნახვები

თამაშების პოლონური ონლაინ მარკეტი GOG.com PC პლატფორმის მომხმარებლებს უნიკალურ აქციას სთავაზობს. სერვისი ნებისმიერ მსურველს ვისაც უყვარს კლასიკური თამაშები შესაძლებლობას აძლევს სრულიად უფასოდ მიიღოს ოთხი კლასიკური ჟანრის თამაში.

თამაშების მისაღებად საჭიროა იყოთ აღნიშნული სერვისის რეგისტრირებული მომხმარებელი, თუ არ ხართ სარეგისტრაციოდ მიჰყევით ბმულს და დარეგისტრირდით სრულიად უფასოდ. რეგისტრაციის შემდეგ თქვენი პროფილით შეხვალთ თამაშების Shadow Warrior Classic Complete, Stargunner, Bio Menace და Tyrian 2000 გვერდებზე და დაიმატებთ მას თქვენს კალათაში, შემდეგ დაადასტურებთ ყიდვას, სრულიად უფასოდ რა თქმა უნდა და თამაშები სამუდამოდ დაგრჩებათ თქვენს ბიბლიოთეკაში.

ოთხივე თამაში გახლავთ ფანტასტიკური ჟანრის. ისინი გამოსულია 1990-დან 1999 წლამდე პერიოდში.