Nintendo Switch-ისთვის ახალი კონტროლერი და სპეციალური გამოცემა დაანონსდა

29 ნახვები

კომპანია Nintendo-მ წარმოგვიდგინა ახალი უსადენო კონტროლერები საკუთარი პორტატული კონსოლისათვის Nintendo Switch. ახალი კონტროლერი წარმოადგენს ზუსტ ასლს კომპანიის ცნობილი კლასიკური კონსოლის კონტროლერისა NES, ნუ იმ განსხვავებით, რომ ახალი კონტროლერი უსადენო გახლავთ.

აღნიშნული კონტროლერები წყვილად გაიყიდება და მისი ფასი 60 $ იქნება, თუმცა მისი შეძენა დასაწყისისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ კომპანიის ახალი სერვისის Nintendo Switch Online-ის გამომწერებისათვის იქნება. აღნიშნული ფასიანი სერვისი სიახლე გახლავთ და იგი ფუნქციონირებას 18 სექტემბრიდან დაიწყებს. დასაწყისისათვის კი მასში ხელმისაწვდომი იქნება ისეთი თამაშები როგორებიცაა : Soccer, Tennis, Balloon Fight, Ice Climber, Donkey Kong, Mario Bros., Super Mario Bros., Super Mario Bros. 3, Dr. Mario, The Legend of Zelda და სხვა. სულ სერვისში ჯამში 20 თამაში იქნება, რომელთა რაოდენობაც პერიოდულად გაიზრდება. რაც შეეხება კონტროლერებს მათი გაყიდვები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

კომპანიამ ასევე წარმოგვიდგინა Nintendo Switch-ის ახალი სპეციალური გამოშვება Super Smash Bros. Ultimate. აღნიშნული თამაში გამოდის 2018 წლის 7 დეკემბერს, ხოლო კონსოლის სპეციალური გამოშვება კი 2018 წლის 2 ნოემბერს. Nintendo Switch Super Smash Bros. Ultimate-ის ფასი 360 $ იქნება.