Forza Horizon 4-ის სადემონსტრაციო ვერსია უკვე ხელმისაწვდომია

34 ნახვები

კომპანია Microsoft-მა სარბოლო ჟანრის თამაშის Forza Horizon 4-ის გამოსვლამდე რამოდენიმე დღით ადრე მისი სადემონსტრაციო ვერსია წარმოადგინა, PC და Xbox One პლატფორმის მომხმარებლებისათვის.

თამაშის ჩამოტვირთვა უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის. ამისათვის უნდა ესტუმროთ როგორც პერსონალური კომპიუტერიდან, ასევე კონსოლიდან Microsoft Store-ში არსებულ თამაშის გვერდს და აირჩიოთ თამაშის დემო ვერსია.

თამაშის ახალ ნაწილში მოქმედებები ვითარდება ინგლისში. თამაშის უმთავრესი თვისება კი გახლავთ ამინდის და წელიწადის დროის დინამიური ცვლილება, რომელიც ავტომობილის მოძრაობაზე საგრძნობლად იმოქმედებს. კონსოლ Xbox One X-ზე თამაში წარმოდგენილი იქნება 60 კადრით წამში. თამაში გამოდის 2018 წლის 2 ოქტომბერსРС და Xbox One პლატფორმებზე. თამაშს გამოსვლისთანავე მიიღებენ Xbox Game Pass-ის სერვისის გამომწერები.