Dying Light-ის ახალი სამეფო ბრძოლის რეჟიმი ნაადრევი სტადიით უკვე ხელმისაწვდომია

43 ნახვები

კომპანია Techland-ის ზომბი აპოკალიფსის ჟანრის თამაშის Dying Light-ის ახალი რეჟიმი სამეფო ბრძოლა (Bad Blood) ნაადრევი სტადიით უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა მხოლოდ PC (Steam) პლატფორმაზე.

თამაშის სამეფო ბრძოლის რეჟიმში მოთამაშეები აღმოჩნდებიან ზომბი ვირუსით დაავადებულ ქალაქში. თქვენი უმთავრესი მოვალეობა კი როგორც სხვა ნებისმიერ ჟანრში გადარჩენა გახლავთ, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება, რადგან ქალაქში თქვენს მტერს ზომბებთან ერთად ჭკვიანი და შეიარაღებული 12 მოთამაშე წარმოადგენს.

თამაშის ნაადრევი ვერსია რომელიც ხელმისაწვდომი მხოლოდ PC (Steam) პლატფორმაზეა ფასიანი გახლავთ. მას შემდეგ რაც აღნიშნული რეჟიმი სრულ ვერსიას მიიღებს იგი კონსოლურ პლატფორმებზეც გამოვა და უფასო გახდება. რაც შეეხება იმ მოთამაშეებს ვინც თამაშის ნაადრევ სტადიას იყიდის მათ პრივილეგიები ექნებათ თამაშში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით და ისინი პირველები შესძლებენ მათ მოსინჯვას, ასევე მიიღებენ სხვა და სხვა კოსმეტიკურ ნივთებს და ნიღბებს.

შეგახსენებთ, რომ ორიგინალი თამაში Dying Light 2015 წლის 27 იანვარს გამოვიდა, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.