ცნობილი გახდა სათავგადასავლო ჟანრის თამაშის My Brother Rabbit-ის გამოსვლის თარიღი

31 ნახვები

ივლისის დასაწყისში პოლონურმა კომპანია Artifex Mundi-მ სათავგადასავლო ჟანრის თამაში My Brother Rabbit დააანონსა. ცოტა ხნის წინ კი მისი გამოსვლის თარიღიც გაგვაცნო. კომპანია Artifex Mundi ცნობილია თამაშით Nightmares from the Deep.

My Brother Rabbit-ს გააჩნია მარტივი და მძაფრად აღსაქმელი სიუჟეტი. თამაშის მოვლენები ზღაპრულ სამყაროში ვითარდება. მისი მთავარი გმირი კი კურდღელი გახლავთ. პატარა მხიარული კურდღელი მოგზაურობს ზღაპრულ სამყაროში სადაც მას მოუწევს სხვა და სხვა უცნაურ მკვიდრებთან ურთიერთობა, თავსატეხების ამოხსნა და მინი-თამაშების თამაში. ყველაფერს კი მისი მეგობარი ყვავილისათვის აკეთებს, რათა გადაარჩინოს და აყვავებაში დაეხმაროს. აღნიშნული სიუჟეტი გახლავთ ზღაპარი, რომელსაც საავადმყოფოს პალატაში მწოლიარე მცირეწლოვან გოგონას საკუთარი ძმა უყვება.

თამაში გამოდის 2018 წლის 21 სექტემბერს, PC, PS4, Xbox One და Nintendo Switch პლატფორმაზე. თამაშის დამატება უკვე შეგიძლიათ Steam-ის ონლაინ მაღაზიის სურვილების სიაში.