კომპანია Bethesda უკვე მუშაობს Wolfenstein III-ზე

20 ნახვები

როგორც იცით Wolfenstein II: The New Colossus-მა ვერ შეძლო მოთამაშეებისაგან ისეთივე გამოხმაურების მიღება, როგორიც მისმა წინა ნაწილმა The New Order-მა. აღნიშნული ფაქტი კი მის გაყიდვების მაჩვენებელზეც სათანადოდ აისახა. აღნიშნულის შემდეგ ზოგიერთი მოთამაშე ნაკლებად მოელოდა თამაშის მესამე ნაწილის გამოჩენას. თუმცა კომპანია Bethesda-ს ვიცე პრეზიდენტმა ჰაინს ჰოტმა ინგლისურ გაზეთ Metro-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თამაშის მესამე ნაწილი უკვე მუშაობის პროცესშია.

ჰაინსის თქმით მართალია თამაშის შემქმნელებმა Е3 2018-ის სცენიდან განაცხადეს, რომ თამაშის Spin-off ნაწილზე Youngblood-ზე მუშაობის გამო ისინი ცოტა ხნით ძირითად თამაშზე მუშაობისაგან შესვენებას აიღებდნენ, მაგრამ მოთამაშეები ნამდვილად იხილავენ, თუ როგორი დასასრული ექნება თამაშის ძირითად სიუჟეტს.

ჰაინსმა ასევე დაამატა, რომ მიუხედავად New Colossus-ის გაყიდვების დაბალი მაჩვენებლისა, აღნიშნულ ნაწილს კომპანიაში სერიის ჩავარდნილ თამაშად არავინ განიხილავს და მეტიც, მისი თქმით თამაშმა ის მაჩვენებლები მიიღო რასაც შემქმნელები მასთან დაკავშირებით მოელოდნენ.

Wolfenstein III-თან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. შეგახსენებთ რომ უახლოეს მომავალში 2019 წელს გამოვა თამაშის Spin-off ნაწილი Wolfenstein: Youngblood, სადაც მოვლენები თამაშის მეორე ნაწილიდან 19 წლის შემდეგ ვითარდება. თამაშის მთავარი გმირები კი გახლავთ ბლესკოვიცის ტყუპი გოგონები, რომლებიც დაკარგული მამის საძებნელად მიემგზავრებიან.