ცნობილი გახდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თამაშების დაჯილდოების (CEEGA) ნომინანტთა სია

27 ნახვები

როგორც იცით და ვინც არ იცით შეგიძლიათ ჩვენს წინა სიახლეს გადახედოთ, ოქტომბრის თვეში პირველად გაიმართება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თამაშების დაჯილდოება (Central & Eastern European Game Awards). ღონისძიება გახლავთ სიახლე და მისი მთავარი მიზანია, რომ აღნიშნულ რეგიონებში წარმოებულ თამაშებს აღიარებასა და პოპულარიზებაში დაეხმაროს.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თამაშების დაჯილდოება (CEEGA) თამაშების მწარმოებელი რეგიონალური კომპანიების მხარდაჭერის პროექტად შეიქმნა. თამაშები დაჯილდოვდებიან 8 სხვა და სხვა ნომინაციაში. გამარჯვებულებს კი რეგიონალური ორგანიზაციებიდან მოწვეული ჟიურის წევრები დაასახელებენ. საქართველოდან ჟიურის წევრად წარდგენილი იქნება Venatus-ის წარმომადგენელი და დირექტორი გოგა გორგოძე.

ორგანიზატორებმა უკვე გამოაცხადეს კატეგორიები და მათზე წარდგენილი ნომინანტი თამაშების სია.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თამაშების დაჯილდოება (CEEGA) გაიმართება 2018 წლის 13 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში.