Unbroken Studios სამეფო ბრძოლის შეშლილი მაქსისებურ თამაშს Fractured Lands რამოდენიმე დღით სრულიად უფასოდ გასცემენ

92 ნახვები

Unbroken Studios სამეფო ბრძოლისა და ექსტრემალური რბოლების მოყვარულებს უნიკალურ აქციას სტავაზობს. PC პლატფრმის ნებიმიერ მომხმარებელს, შემქმნელები რამოდენიმე დღით სრულიად უფასოდ გადასცემენ სამეფო ბრძოლის ჟანრის თამაშს Fractured Lands. Unbroken Studios-ის დამაარსებლები გახლავთ ცნობილი თამაშების Battlefield, Medal of Honor და Call of Duty-ის შემქმნელები.

Fractured Lands წარმოდგენილია ყველასათვის ცნობილ და პოპულარულ სამეფო ბრძოლის ჟანრში (Battle Royale). თამაშის მოქმედებები ვითარდება პოსტაპოკალიფსურ სამყაროში, რომელიც ძალიან ჰგავს შეშლილი მაქსის გარემოს (Mad Max). თამაშში ბრძოლები მიმდინარეობს ავტომობილებითა და მოტოციკლებით.  ისინი წარმოადგენს როგორც ყველაზე ეფექტურ იარაღს თავის გადასარჩენად, ასევე იდეალურ საშუალებას, რათა გაექცეთ თქვენს მოწინააღმდეგეს.

აღნიშნული აქცია გაიმართება 13-დან 16 სექტემბრის ჩათვლით. თამაშის მისაღებად უნდა ეწვიოთ Steam-ის ონლაინ მარაზიაში არსებულ თამაშის გვერდს და დააჭიროთ ღილაკს თამაში. შეგახსენებთ, რომ აქცია გახლავთ დროებითი და მისი დასრულების შემდეგ თამაში არ დაგრჩებათ თქვენს ბიბლიოთეკაში. აქციის ფარგლებში ასევე ფასდაკლებით გაიყიდება თამაშის სრული ვერსია.

თამაში ამ დროისათვის ნაადრევ სატადიაში იმყოფება. მისი სრული ვერსიის გამოსვლა 2019 წლისთვისაა დაგეგმილი.