Sony-იმ Days Gone-ის TGS 2018-ის ღონისძიებისათვის მიძღვნილი ახალი ტრეილერი წარმოგვიდგინა

26 ნახვები

კომპანია Sony-მ პოსტ-აპოკალიფსური, მოქმედებითი ჟანრის თამაშის Days Gone-ის ახალი ტრეილერი წარმოგვიდგინა, რომელიც TGS 2018-ის ღონისძიებაზეა მიძღვნილი. Tokyo Game Show გახლავთ ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც 20-დან 23 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ახალ ტრეილერში წარმოდგენილია თამაშის მთავარი გმირის ახალგაზრდა დიკონის ბრძოლის კადრები. ტრეილერზე ვხედავთ სხვა და სხვა ადგილებს და უამრავი სახეობიოს მონსტრებს, დაწყებული ჩვეულებრივი ზომბებიდან დამთავრებული ველური ინფიცირებული ცხოველებით. მთავარი გმირის ერთადერთი იმედი განადგურებულ სამყაროში მისი იარაღი და მოტოციკლია.

თამაშის მოვლენები ვითარდება გლობალური პანდემიის გავრცელებიდან 2 წლის შემდეგ. დაავადებამ თითქმის სრულად გაანადგურა ადამიანური სიცოცხლე და სამყარო მონსტრების სათარეშო ადგილად აქცია. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ ახალგაზრდა ბაიკერი დიკონი, ყოფილი კანონდამრღვევი. თამაშის ღია სამყაროში თქვენ შეხვდებით, როგორც ზომბებს, ასევე განსხვავებული მრწამსის და რელიგიური შეხედულების მქონე ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თქვენს მიმართ ბოროტად არიან განწყობილნი. როგორც შემქმნელები გვპირდებიან თამაშში მოთამაშის  მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სიუჟეტის მომავალ განვითარებაზე ზეგავლენას იქონიებენ.

თამაში გამოდის 2019 წლის 22 თებერვალს, ექსკლუზიურად PS4 პლატფორმაზე.