ქართველი რეჟისორისა და ასევე ქართული კომპანია Post Red Audio-ს წარმატება NETFLIX-ზე

43 ნახვები

როგორც იცით ისეთ პატარა ქვეყნებში როგორიც ჩვენი მშობლიური საქართველოა, ნებისმიერი დამწყები ბიზნეს კომპანიისათვის მარტივი არაა თავის დამკვიდრება და წარმატების მიღწევა, მითუმეტეს ისეთ სფეროში როგორიც პოპკულტურა გახლავთ. მაგრამ საბედნიეროდ არსებობენ კომპანიები და ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავი შრომითა და მაღალი პროფესიონალიზმით ახერხებენ თავის დამკვიდრებას და საკუთარი გეგმების რეალიზებას სამომხმარებლო ბაზარზე. სწორედ ასეთი კომპანია გახლავთ Post Red Audio (კინო, სატელევიზიო კომპანია, სარეკლამო სააგენტო), რომელმაც მოახერხა და იმდენს მიაღწია, რომ მსოფლიოში ცნობილი გიგანტი ამერიკული კომპანიის netflix-ის დაკვეთას უმასპინძლა.

აღნიშნული პარტნიორობის დასაწყისი გახლდათ ქართველი წარმატებული რეჟისორის თამთა გაბრიჩიას ფილმი, რომელიც netflix-ის სერვისში აღმოჩნდა რაც ადვილი ნამდვილად არაა, ხოლო კომპანია Post Red Audio-ს ფილმისათვის პოსტ-პროდუქციაზე მუშაობა დაევალა. კომპანია საკმაოდ წარმატებით მუშაობს როგორც სარეკლამო, ასევე კინო სფეროში. ასე ხდება როდესაც გუნდში მაღალი თვითშეგნების მქონე და საქმეზე ორიენტირებული პროფესიონალები გყავს. მთავარია მონდომება და სურვილი, ცოტა გამართლებაც და წარმატების ჟამი ნამდვილად დადგება. Venatus-ი წარმატებას უსურვებს როგორც ქალბატონ თამთა გაბრიჩიას საკუთარ სარეჟისორო კარიერაში, ასევე კომპანია Post Red Audio-ს.