კომპანია Cygames-მა ახალი როლური ჟანრის თამაში Project Awakening დააანონსა

48 ნახვები

კომპანია Cygames-მა რომელიც აქამდე მობილური პლატფორმებით იყო დაკავებული ახალი მოქმედებითი, როლური ჟანრის თამაში Project Awakening დააანონსა და მისი პირველი ტრეილერიც შემოგვთავაზა. აღნიშნული თამაში დახურულ კარს მიღმა ჯერ კიდევვ ივნისის თვეში გამართულ E3 2018-ის ღონისძიებაზე იქნა ნაჩვენები, თუმცა შემქმნელებმა თამაში ფართო საზოგადოებას ახლა წარუდგინეს.

ტრეილერზე ვხედავთ უცნობ რაინდს, რომელიც მიდის გაურკვეველ არსებასთან (სავარაუდოდ დრაკონი) საბრძოლველად. გმირი ხვდება ფანტასტიურ ცხოველს და ბრძოლაც იწყება. საბოლოოდ ტრეილერი მთავრდება კადრებით სადაც მებრძოლი დგას ნისლის წინ და მას უცნობი არსებები უახლოვდებიან.

შემქმნელების თქმით ისინი თამაშს ქმნიან ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რაც თამაშის გრაფიკულ მონაცემებს CGI-ფილმებთან მიახლოვებულს გახდის. რა თქმა უნდა ტრეილერიდანვე ადვილი შესამჩნევია თამაშის ულამაზესი გარემო. Project Awakening გახლავთ როლური, ფანტასტიკური ჟანრის თამაში. მის შესაქმნელად კომპანია Cygames-მა აღნიშნულ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე თანამშრომლები დაიქირავა. თამაში ამ დროისათვის საკმაოდ ნაადრევ სტადიაში  იმყოფება. შემქმნელები ჯერ-ჯერობით მის ძირიტად კონცეფციასა და ძრავაზე მუშაობენ.

თამაშთან დაკავშირებით ამ დროისათვის სხვა არანაირი ინფორმაცია არაა ცნობილი. არ ვიცით გამოსვლის თარიღი, თუმცა ამ დროისათვის თამაშის მიმღებ პლატფორმად აღნიშნული მხოლოდ PS4 გახლავთ. არის თუ არა თამაში აღნიშნული პლატფორმის ექსკლუზივი ამას ალბათ შემქმნელები ახლო მომავალში გაგვიმხელენ.