გამოქვეყნდა FIFA 19-ის სისტემური მოთხოვნილებები

155 ნახვები

კომპანია EA Sports-მა PC პლატფორმის მომხმარებლებისათვის სპორტული, საფეხბურთო სიმულატორის FIFA 19-ის სისტემური მოთხოვნილებები წარმოადგინა.

აღნიშნული ინფორმაცია შემქმნელებმა EA-ის თამაშების ონლაინ მაღაზია Origin-ში არსებულ თამაშის გერდზე გამოაქვეყნეს. თამაშის სისტემური მოთხოვნილებები საკმაოდ კარგად გამოიყურება იმ თვალსაზრისით, რომ იგი კომპიუტერული სისტემისგან არ მოითხოვს ძალიან მაღალ სიმძლავრეს რაც ბევრ მოთამაშეს აძლევს შანსს, რომ FIFA 19 თავისუფლად გაუშვან საკუთარ სისტემებზე.

თამაში გამოდის 2018 წლის 28 სექტემბერს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები : 

  • ოპერაციული სისტემა : Windows 7/8.1/10 – 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი : Intel Core i3-2100 3.1 GHZ ან AMD Phenom II X4 965 3,4 GHZ
  • გრაფიკული ბარათი : NVIDIA GTX 460 ან AMD Radeon R7 260 1 გბ
  • ოპერატიული მეხსიერება : 8 გბ
  • DirectX : ვერსია 11.0
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე : 50 გბ

რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნილებები :

  • ოპერაციული სისტემა : Windows 10 – 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი : Intel i3 6300T, Intel i3 4340, Intel i3 4350 ან AMD Athlon X4 870K, AMD FX-4350
  • გრაფიკული ბარათი : NVIDIA GeForce GTX 670 ან AMD Radeon R9 270X
  • ოპერატიული მეხსიერება : 8 გბ
  • DirectX : ვერსია 12.0
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე : 50 გბ