გამოქვეყნდა Assassin’s Creed Odyssey-ის სისტემური მოთხოვნილებები

213 ნახვები

როგორც იცით კომპანია Ubisoft-ის საკულტ თამაშ Assassin’s Creed-ის ახალი ნაწილის Odyssey-ის გამოსვლამდე სულ რაღაც ერთი თვე რჩება. შემქმნელებმა კი PC პლატფორმის მომხმარებლებისათვის თამაში სისტემური მოთხოვნილებები გამოაქვეყნეს, როგორც სუსტი, ასევე ძლიერი მონაცემების მქონე სისტემებისათვის.

თამაში გამოდის 2018 წლის 5 ოქტომბერს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე, ხოლო ისინი კი ვინც თამაში წინასწარ შეუკვეთა მასზე წვდომას სამი დღით ადრე 2 ოქტომბერს მიიღებენ. როგორც იცით თამაშის მოქმედებები ამჯერად ძველ საბერძნეთში ვითარდება. სერიის ისტორიაში კი პირველად შესაძლებელი იქნება თამაშში პერსონაჟის სქესის არჩევა.

მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები გაფართოებისათვის 720p/30 fps დაბალ მონაცემებზე:

  • ოპერაციული სისტემა : Windows 7 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი : AMD FX 6300 3,8 GHZ ან Intel Core i5 2400 3,1 GHZ 
  • გრაფიკული ბარათი : AMD Radeon R9 285 ან NVIDIA GeForce GTX 660 2 გბ
  • ოპერატიული მეხსიერება : 8 გბ
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე : 46 გბ

რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნილებები გაფართოებისათვის 1080p/30 fps მაღალ მონაცემებზე:

  • ოპერაციული სისტემა : Windows 10 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი : AMD FX-8350 4,0 GHZ ან Intel Core i7-3770 3,5 GHZ
  • გრაფიკული ბარათი: AMD Radeon R9 290X ან NVIDIA GeForce GTX 970 4 გბ
  • ოპერატიული მეხსიერება: 8 გბ

რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნილებები გაფართოებისათვის 4K/30 fps მაღალ მონაცემებზე:

  • ოპერაციული სისტემა : Windows 10 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი : AMD Ryzen 1700X 3,8 GHZ ან Intel Core i7 7700 4,2 GHZ
  • ვიდეო ბარათი : AMD Vega 64 ან NVIDIA GeForce GTX 1080 8 გბ
  • ოპერატიული მეხსიერება : 16 გბ