Ubisoft-ი Tom Clancy’s The Division-ს რამოდენიმე დღით უფასოდ გასცემს

156 ნახვები

კომპანია Ubisoft სექტემბრის თვეში მოთამაშეებს უნიკალურ აქციას სთავაზობს. კომპანია დღეიდან თვის შუა რიცხვებამდე ნებისმიერ მსურველს შანსს აძლევს აბსოლუტურად უფასოდ ჩამოტვირთოს და რამოდენიმე დღით ყველანაირი შეძღუდვების გარეშე ითამაშოს Tom Clancy’s The Division-ის სრულფასოვანი ვერსია.

აღნიშნული აქცია უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ PC (Uplay) პლატფორმაზე. აქცია აღნიშნულ პლატფორმაზე 6-დან 9 სექტემბრამდე გასტანს. რაც შეეხება კონსოლურ პლატფორმებს PS4-სა და Xbox One-ს აქ სიტუაცია სხვაგვარადაა, რადგან თამაშის მისაღებად საჭიროა იყოთ PlayStation Plus-ის ან Xbox Live Gold-ის გამომწერი. კონსოლურ პლატფორმებზე აქცია 12-დან 16 სექტემბრამდე გასტანს.

კომპანია ასევე თამაშის 70%-მდე ფასდაკლებას გვთავაზობს. აღნიშნული ფასდაკლება PC პლატფორმაზე 6-დან 10 სექტემბრამდე იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება Xbox One-ს მასზე 11-დან 20 სექტემბრამდე ხოლო PS4-ზე 13-დან 25 რიცხვამდე. თამაშთან ერთად ფასდაკლებით ასევე 6-დან 19 რიცხვამდე ხელმისაწვდომი იქნება თამაშში არსებული სხვა და სხვა ნივთები.

მოთამაშეებს თამაშის დროს განვლილი პროგრესი შეენახებათ და მისი სრული ვერსიის ყიდვის შემთხვევაში უპრობლემოდ შეძლებენ მის გაგრძელებას. ის მოთამაშეები კი ვინც აქამდე თამაშის უფასო სადემონსტრაციო ვერსიით სარგებლობდა მასში განვლილი პროგრესით გააგრძელებენ თამაშის რამოდენიმე დღიანი უფასო ვერსიით სარგებლობას.

შეგახსენებთ, რომ Tom Clancy’s The Division 2016 წლის 8 მარტს გამოვიდა, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. 2019 წლის 15 მარტს კი The Division 2-ს ვიხილავთ ასევე PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.