Cyberpunk 2077-ის შემქმნელებმა ქალაქ ნაით-სითის მაშტაბებზე ისაუბრეს

87 ნახვები

მას შემდეგ რაც პოლონურმა კომპანია CD Projekt RED-მა საკუთარი მოქმედებითი, როლური ჟანრის თამაშის Cyberpunk 2077-ის სადემონსტრაციო ვერსია საჯარო გახადა მოთამაშეებს უამრავი კითხვა დაუგროვდათ. შემქმნელებმა ამჯერად თამაშის მასშტაბის შესახებ ისაუბრეს.

თამაშის დიზაინერმა პატრიკ მილსმა მიიღო კითხვა თამაშში არსებულ ქალაქ ნაით-სითის მაშტაბების შესახებ, რაზეც მილსმა შემდეგი პასუხი გაგვცა : მოდით ასე გეტყვით, როდესაც მე ვთამაშობდი და ვსეირნობდი ავტომობილით ქალაქის ქუჩებში შემექმნა ისეთი შეგრძნება, რომ თითქს ეს იყო სრულიად რეალური ქალაქი და არა მინიატურული რომელიც სპეციალურად თამაშისათვის შეიქმნა.

შემქმნელებმა ცოტა ხნის წინ ასევე განაცხადეს, რომ მოთამაშეები მიიღებენ მაშტაბურ და დეტალიზირებულ ქალაქს. მისი ყოველი რაიონი კი უნიკალური იქნება ყველა ასპექტით. ქალაქის ყოველი მცხოვრები იქნება უნიკალური. რაიონები განსხვავებული იქნება არქიტექტურითა და ლანდშაფტით. მოთამაშეებს საშუალება ექნებათ დატოვონ ქალაქის გადატვირთული ქუჩები და მის გარშემო იმოგზაურონ.

როგორც იცით თამაშს გამოსვლის თარიღი ამ დრომდე არ გააჩნია. თამაშს ვიხილავთ ყველა აქტიურ პლატფორმაზე.