შემქმნელები Cyberpunk 2077-ის უკმაყოფილო მოთამაშეებს პასუხობენ

144 ნახვები

შემქმნელებმა კომპანია CD Projekt RED-იდან რომლებიც მუშაობენ მოქმედებითი, როლური ჟანრის თამაშზე Cyberpunk 2077 უპასუხეს იმ მოთამაშეებს რომლებიც უკმაყოფილონი არიან თამაშში პირველი პირის კამერის არსებობით.

თამაშის დიზაინერის პატრიკ მილსის განცხადებით შემქმნელებმა იციან, რომ ბევრი მოთამაშე უკმაყოფილო დარჩება აღნიშნული გადაწყვეტილებით,  თუმცა ისინი მტკიცედ იცავენ საკუთარ ვერსიას. „ჩვენ ვიცით, რომ მოთამაშეების დიდი რაოდენობა უკმაყოფილო დარჩება თამაშში პირველი პირის კამერის არსებობით და მათი მცირე ნაწილისათვის კი საერთოდ შეუძლებელი გახდება აღნიშნულ პირობებში თამაში სხვა და სხვა მიზეზების გამო“ განაცხადა პატრიკ მილსმა.

მაგრამ როგორც ჩანს შემქმნელები არ აპირებენ აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლას და თამაშში მესამე პირის დამატებას. თუმცა მოთამაშეებისთვის ვისაც პრობლემა აქვთ ასეთ გადაწყვეტილებასთან ისინი სპეციალურ ცვალებად პარამეტრებს დაამატებენ თამაშში. მათთვის ვისაც არ მოწონთ და არ იციან როგორ ითამაშონ სროლები შესაძლებელი იქნება სირთულის დაწევა, ასევე FOV პარამეტრების ცვლილება და სხვა და სხვა ვიზუალური ეფექტების გამორთვა როგორებიცაა კამერის რყევა მოძრაობისა და ბრძოლისას. აღნიშნულთან დაკავშირებით შემქმნელები დეტალურად თამაშის გამოსვლამდე ციტა ხნით ადრე ისაუბრებენ. მათი თქმით ისინი ყველაფერს აკეთებენ რათა მოთამაშეების დიდი ნაწილი კმაყოფილი დარჩეს Cyberpunk 2077-ით.

როგორც იცით თამაშს ჯერ კიდევ არ გააჩნია გამოსვილს თარიღი, თუმცა მას ყველა აქტიურ პლატფორმაზე ვიხილავთ.