Microsoft-მა Xbox-ისათვის VR მოწყობილობის შექმნის პროექტი შეაჩერა

24 ნახვები

როგორც იცით ბოლო პერიოდი აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ Microsoft ამზადებს საკუთარ ვირტუალური რეალობის სათვალეს, რომელიც განკუთვნილი იქნება Xbox-ის კონსოლური პლატფორმისათვის. პორტალ CNET-ის განცხადებით აღნიშნული პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა სამუშაო პროცესი შეჩერდა გაურკვეველი ვადით.  შეგახსენებთ, რომ PlayStation-ს უკვე აქვს აღნიშნული პროდუქტი PlayStation VR, რომელიც გაყიდვაში 2016 წლის 13 ოქტომბერს გამოვიდა.

ინფორმაცია მიღებულია ადამიანებისაგან ვინც კარგად იცნობენ პროექტს. მათი თქმით VR მოწყობილობა საკმაოდ კარგ გამოსახულებას და სხვა პარამეტრებს იძლეოდა. თავად კომპანია კი აქტიურად მუშაობდა პარტნიორების მოძიების კუთხით, რომლებიც შექმნიდნენ თამაშებს აღნიშნული პლატფორმისთვის.

პროექტის შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ Microsoft ელოდება თუ როდის გახდება უფრო მეტად მასიური და ხელმისაწვდომი უსადენო ტექნოლოგიები VR მოწყობილობებისათვის.