ცნობილი გახდა Xbox live Gold-ის სექტემბრის უფასო თამაშების სია

46 ნახვები

ცნობილი გახდა Xbox live Gold-ის გამომწერებისათვის გასაცემი სექტემბრის უფასო თამაშების სია. როოგრც იცით, აღნიშნული სერვისის გამომწერებს Xbox-ი ყოველთვიურად სხვა და სხვა თამაშებს სთავაზობს აბსოლუტურად უფასოდ. ამასთანავე გამომწერებს შესაძლებლობა აქვთ ფასდაკლებებით ისარგებლონ Xbox-ის ონლაინ მაღაზიაში, ასევე უფასოდ მიიღონ თამაშების სადემონსტრაციო ვერსიები და სხვა.

სექტემბრის თვეში გამომწერები შემდეგ თამაშებს მიიღებენ:

Prison Architect – Xbox One — 1-დან 30 სექტემბრის ჩათვლით
Livelock – Xbox One — 16 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით
LEGO Star Wars III: The Clone Wars – Xbox 360 — 1-დან 15 სექტემბრის ჩათვლით
Monster World – Xbox 360 — 16-დან 30 სექტემბრის ჩათვლით