კომპანია Ubisoft-მა გაგვიმხილა ინფორმაცია თუ რა დრო დასჭირდება Assassin’s Creed: Odyssey-ის სიუჟეტური ხაზის გავლას

112 ნახვები

შემქმნელებმა კომპანია Ubisoft-იდან, რომლებიც მუშაობენ საკულტო თამაშ Assassin’s Creed-ის ახალ ნაწილზე სახელად Odyssey, ჟურნალისტებთან გამართულ კითხვა პასუხის რეჟიმში გაგვიმხილეს ინფორმაცია თუ რა დრო დასჭირდება მოთამაშეს მისი სიუჟეტური ხაზის გასავლელად, როგორც ზირითადი მისიებით ასევე სრული დამატებებითა და გვერდითი დავალებებით.

როგორც თამაშის დირექტორი სკოტ პილიპსი გვიმხელს ახალ Assassin’s Creed-ს მის წინა სერიასთან Assassin’s Creed: Origins-თან შედარებით ბევრად ხანგრძლივი სიუჟეტი ექნება და სათამაშო რუკაც ასევე უფრო დიდი იქნება, რომელიც უფრო მეტად შევსებული და ცოცხალი იქნება. შემქმნელების თქმით ახალი თამაშის სტანდარტული ძირითადი სიუჟეტის გასავლელად მოთამაშეებს 30 საათამდე დრო დასჭირდებათ. იმ შემთხვევაში კი თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ აღნიშნული დრო და თამაშის სრულად გავლა გსურთ ყველა გვერდითი დავალებით მაშინ ამისათვის 40-დან 80 საათამდე დრის დახარჯვა მოგიწევთ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თამაშს გააჩნია ორი მაშტაბური სიუჟეტური დამატება : Assassin’s Creed: Odyssey the hidden ones, რომლის ძირითადი სიუჟეტის გავლას 4 საათს მოანდომებთ, ხოლო სრული გავლისთვის 10 საათამდე დრო დაგჭირდებათ და Assassin’s Creed: Odyssey the course of the pharaons, რომლის ძირითად სიუჟეტსაც 10 საათში ხოლო სრულს 16 საათში გაივლით. ასე და ამგვარად იმ შემთხვევაში თუ თამაშს დამატებებით და გვერდითი მისიებით სრულად გაივლით ამისათვის 100 საათამდე სათამაშო დროის გახარჯვა მოგიწევთ.

თამაში გამოდის 2018 წლის 2 ოქტომბერს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.