პოლ უოკერი კვლავ დაბრუნდება Fast and furious-ის მეცხრე ნაწილში

240 ნახვები

ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ 2012 წელს გარდაცვლილი მსახიობი პოლ უოკერი კვლავაც დაბრუნდება ცნობილი ფილმის fast and furiousის მეცხრე ნაწილში. აღნიშნული ინფორმაცია თავად უოკერის ძმებისაგან გახდა ცნობილი,

პოლის ძმებმა კალებმა და კოდი უოკერებმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადეს, რომ პოლის პერსონაჟის ბრაიან ოკონერის ფილმში დაბრუნება მათთვის ძალზედ სასიხარულოა. „მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც შევძლებთ პოლის ეკრანზე დაბრუნებას და მე ისევ შევძლებ მისი სახის შექმნას.“ განაცხადა კალებ უოკერმა. ამ საკითხით ასევე მოხარულია მეორე ძმა კოდი უოკერი და იმედოვნებს, რომ ფილმის შემქმნელები კვლავაც იპოვიან პოლის ფილმში დაბრუნების გზას იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს უამრავ ძალისხმევას და დროს მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ პოლის ძმებმა აქამდე უკვე ითამაშეს ფილმის მეშვიდე ნაწილში რამოდენიმე სცენა საკუთარი ძმის ეკრანზე გასაცოცხლებლად, ამისათვის შემქმნელებმა კომპიუტერული გრაფიკა გამოიყენეს. შემქნმელებმა პოლის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტეს ფილმში მისი პერსონაჟის „შორეულ მოგზაურობაში გაშვება“ და  მეშვიდე ნაწილი სრულდება კადრებით სადაც ის მარტო მიუყვება გზას დასავლეთისაკენ, თუმცა ფილმში რა თქმა უნდა ბრაიან ოკონერი კვლავაც ცოცხალია და იგი ფილმის მერვე ნაწილში რაოდენიმეჯერ მოხსენიებულიც არის.

როგორც იცით სამწუხარო ავტოსაგზაო შემთხვევა 2013 წლის 30 ნოემბერს მოხდა, რომელმაც 40 წლის პოლ უოკერი და მისი მეგობარი როჯერ როდასი იმსხვერპლა. ისინი ტაიფუნ ჰაიანისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო აქციიდან ბრბრუნდებოდნენ რადროსაც საჭესთან როჯერ როდასი იმყოფებოდა და სამწუხაროდ მან ვერ შეძლო საჭის დამორჩილება და განათების ბოძს შეეჯახა.

როგორც ცნობილია ფილმის მეცხრე ნაწილის მსოფლიო ეკრანებზე გამოჩენა 2020 წლის 9 აპრილისთვისაა დაგეგმილი. 2019 წელს კი ვიხილავთ ფილმის სპინ-ოფს, რომელშიც მთავარ როლს დუეინ როკ ჯონსონი და ჯეისონ სტეტჰამი ითამაშებენ.