Warface PS4 პლატფორმაზე მომავალ თვეში გამოვა

26 ნახვები

   როგორც იცით მრავალმომხმარებლური, სროლების ჟანრის თამაში Warface 2012 წლის 12 აპრილს გამოვიდა, PC პლატფორმაზე. თამაში საკმაოდ პოპულარულია რადგან მისი თამაში აბსოლუტურად უფასოდ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ კი თამაშს კონსოლური პლატფორმებიც მიიღებენ. პირველი კონსოლური პლატფორმა რომელიც აღნიშნულ თამაშს მიიღებს PS4 იქნება. თამაშის დახურული ტესტირება უკვე მიმდინარეობს აღნიშნულ პლატფორმაზე, ხოლო რაც შეეხება Xbox One პლატფორმას მასზე ტესტირება სექტემბრის თვეში გაიმართება. ტესტირებაში განაცხადების მიღება ივლისის თვეში გამოცხადდა.

თამაში PS4 პლატფორმაზე ხელმისაწვდომი 18 სექტემბრიდან იქნება, თუმცა თამაშის წინასწარი ვერსია უკვე მზადაა და მისი თამაშიც შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა შეიძინოთ თამაშის წინასწარი ვერსიის ერთ-ერთი ნაკრები. აღნიშნული ნაკრები სულ ხუთი ერთეულია. თამაშის გამოსვლის შემდეგ შემქმნელებს PS4 პლატფორმაზე უკვე გეგმაში აქვთ ოთხი განახლება რომლებიც თამაშს ხუთ დამატებით სპეცოპერაციას შეჰმატებს. თამაში ასევე მიიღებს პოპულარულ რეჟიმს სამეფო ბრძოლა.

კონსოლურ პლატფორმებზე თამაში ხელმისაწვდომი იქნება სრული ვერსიით. თამაშში იქნება ყველა არსებული რეჟიმი, როგორც მრავალმომხმარებლური ბრძოლები, ასევე კოოპერატიული დავალებები და სხვა და სხვა ღონისძიებები. თამაშში რა თქმა უნდა იქნება ოთხი ნაცნობი კლასი: ექიმი, მოიერიშე, სნაიპერი და ინჟინერი.