THQ Nordic-მა ახალი თამაში Jagged Alliance: Rage დააანონსა

34 ნახვები

კომპანია THQ Nordic-მა ახალი თამაში Jagged Alliance: Rage დააანონსა და მისი მცირე ტრეილერიც გამოაქვეყნა. აღნიშნული თამაში გახლავთ ლეგენდარული სერიის გაგრძელება რომელიც ხელმისაწვდომი PC პლატფორმაზე გახლდათ, თუმცა ამჯერად ახალი თამაში როგორც PC ასევე კონსოლურ პლატფორმებზე PS4-სა და Xbox One-ზეც იქნება ხელმისაწვდომი.

თამაშის შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ თამაშზე მუშაობს სტუდია HandyGames, რომელიც აქამდე თამაშებს მობილური პლატფორმებისათვის ქმნიდა. როგორც ტრეილერიდან ვხედავთ ახალი თამაში წარმოდგენილია სამ განზომილებაში და საკმაოდ ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი.

შემქმნელები Jagged Alliance: Rage-ის სრულ ანონსს gamescom 2018-ზე გამართავენ, რომელიც 21 და 24 აგვისტომდე გაიმართება გერმანიის ქალაქ კიოლნში.