Devil May Cry 5-ის სადემონსტრაციო ვერსია უკვე მზადაა

37 ნახვები

როგორც იცით რამოდენიმე დღეში 21-დან 24 აგვისტოს ჩათვლით გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართება თამაშების მაშტაბური გამოფენა gamescom 2018, რომელზეც ცნობილი თამაშების მწარმოებელი კომპანიები საკუთარ პროექტებს წარმოგვიდგენენ. ერთ ერთი ასე კომპანია იქნება Capcom, რომელიც გამოფენაზე პირველად წარმოგვიდგენს Devil May Cry 5-ის სადემონსტრაციო ვერსიას. კომპანია ასევე გვიჩვენებს განახლებულ Resident Evil 2-საც.

როგორც იცით თამაშზე მუშაობს რეჟისორი ჰიდეაკი იცუნო, რომელიც მუშაობდა თამაშის მესამე და მეოთხე სერიებზე. რეჟისორმა საკუთარ twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა პუბლიკაცია საიდანაც დაგვიდასტურა, რომ თამაშის სადემონსტრაციო ვერსია რომელიც განკუთვნილია გამოფენისათვის უკვე მზადაა. ჰიდეაკი თავად გაემგზარება კიოლნში და თავადვე წარმოგვიდგენს საკულტო სერიის ახალ ნაწილს.

თამაშის მეხუთე ნაწილი გახლავთ გასული სერიების პირდაპირი გაგრძელება. თამაში მუშავდება სათამაშო ძრავაზე RE Engine (Resident Evil 7). როგორც ცნობილია თამაშში იქნება სამი სათამაშო პერსონაჟი.

თამაში გამოვა 2019 წლის მარტის თვეში, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.