გამოქვეყნდა Battlerite Royale-ის პირველი ტრეილერი

130 ნახვები

Stunlock Studios-მა საკუთარი სამეფო ბრძოლის ჟანრის თამაშის Battlerite Royale-ის პირველი ტრეილერი წარმოგვიდგინა და სხვა დეტალებიც გაგვაცნო. შემქმნელების თქმით თამაშის რუკა ორიგინალ Battlerite-სთან შედარებით 30-ჯერ უფრო დიდი იქნება.

ტრეილერში ვიხილეთ სხვა და სხვა სათამაშო პერსონაჟები და ბრძოლის კადრები. თამაშის გარემო ნამდვილად ლამაზად არის წარმოდგენილი. ტრეილერში ასევე გვიჩვენეს თეთრი ლურჯ ფრთებიანი დრაკონისებრი მფრინავი მგელი, რომლიდანაც ეშვებიან მოთამაშეები სათამაშო რუკაზე.

Battlerite Royale-ში მაშტაბურ რუკაზე ერთმანეთს რამოდენიმე ათეული მოთამაშე დაუპირისპირდება. საბოლოოდ კი გამარჯვებული ბოლო გადარჩენილი გახდება. Stunlock Studios მოთამაშეებს ჰპირდება რამოდენიმე უნიკალურ ჩემპიონს რომლებიც მისი MOBA ვერსიისაგან მცირედით განსხვავებულები იქნებიან. რაც შეეხება საბრძოლო სისტემას და მართვას ეს ორი დეტალი იგივე დარჩება.

Battlerite Royale ნაადრევი სტადიით სექტემბრის თვეში გამოჩნდება, Steam-ის ონლაინ მაღაზიაში. ამ დროისათვის მიმდინარეობს მზადება თამაშის ბეტა ტესტირებისათვის. მასში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე შეავსოთ.