გამოქვეყნდა Battlefield 5-ის ახალი ტრეილერი და ფოტო კადრები

44 ნახვები

კომპანია Electronic Arts-მა საომარი თემატიკის ჟანრის თამაშის Battlefield 5-ის ახალი ტრეილერი წარმოგვიდგინა, რომელიც gamescom 2018-ის გამოფენისათვისაა მიძღვნილი. აღნიშნული გამოფენა გაიმართება გერმანიის ქალაქ კიოლნში 21-დან 24 აგვისტოს ჩათვლით.

ტრეილერში სახელწოდებით როტერდამის დაცემა შემქმნელებმა გვიჩვენეს მაშტაბური და დამანგრეველი ბრძოლები, სადაც სხვა და სხვა სახის შეიარაღება და მძიმე ტექნიკა ვიხილეთ, როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო. თამაშის ტრეილერი გადაღებულია სრულად თამაშის პროცესში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს წინასწარ შევიქმნათ წარმოდგენა თამაშის გრაფიკულ მონაცემებზე, ფიზიკასა და ბრძოლის სისტემაზე. ტრეილერის დასასრულს კი შემქმნელებმა სამეფო ბრძოლის კადრებიც გვიჩვენეს. კადრებზე ჩანს ცეცხლის ალში გახვეული ტერიტორია ხოლო მის ცენტრში კი საბრძოლო არენა მდებარეობს.

Battlefield V 2018 წლის 19 ოქტომბერს გამოდის, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. რაც შეეხება Origin Access Premier-ის გამომწერებს, ისინი თამაშზე წვდომას 8 დღით ადრე 11 ოქტომბერს მიიღებენ. თამაშის ღია ბეტა-ტესტირება სექტემბრის თვეში გაიმართება ყველა არსებულ პლატფორმაზე. მასზე ნაადრევად წვდომას კი თამაშის წინაწარი მყიდველები მიიღებენ.

ახალი ფოტო კადრები