რემბო 5-ის გადაღებები სექტემბრიდან დაიწყება

40 ნახვები

ცნობილმა და ბევრისათვის საყვარელმა მსახიობმა სილვესტერ სტალონემ საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ცნობილი პერსონაჟის რემბოს ახალი ფოტოები გამოაქვეყნა რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკის არმიის ჯარისკაცის უძლეველი ჯონ რემბოს შესახებ ახალ ისტორიას კვლავაც ვიხილავთ. ახალ ფოტოზე დაუმარცხებელი რემბო საკუთარი საფირმო წითელი თავსახვევითაა წარმოდგენილი.

რემბოს რიგით მეხუთე ფილმის გამოსვლა ცნობილი ჯერ კიდევ მაისის თვეში გახდა. სტალონემ განაცხადა, რომ ფილმისათვის თავად დაწერდა სცენარს და რა თქმა უნდა მთავარ როლსაც კვლავაც თავად შეასრულებდა. ახალ ფილმში ჯონ რემბო დაუპირისპირდება მექსიკური კარტელის წევრებს, რომლებმაც რემბოს ქალიშვილი გაიტაცეს.

ფილმის გადაღებები რამოდენიმე დრეში 2018 წლის სექტემბრის თვიდან დაიწყება. ფილმის პრემიერა კი ერთ წელიწადში 2019 წელს გაიმართება.