კომპანია Ubisoft თამაშს Rainbow Six: Siege რამოდენიმე დღით უფასოდ გვთავაზობს

46 ნახვები

Ubisoft იმ მოთამაშეებს ვინც დღემდე ვერ შეძლო თამაშის Tom Clancy’s Rainbow Six: Siege-ის შეძენა და თამაში უნიკალურ აქციას სთავაზობს. კომპანია თამაშის სრულ ვერსიას რამოდენიმე დღით აბსოლუტურად უფასოდ გასცემს ყველა არსებულ პლატფორმაზე.

აღნიშნული აქცია დაიწყება 16 აგვისტოს და დასრულდება 20 რიცხვში. მოთამაშეები მიიღებენ თამაშის სრულ ვერსიას. ყველა სათამაშო რუკითა და რეჟიმებით. თამაში ხელმისაწვდომი იქნება : Steam, Uplay, PlayStation Network-სა და Xbox Live სერვისებში. PlayStation 4-ის მფლობელებს სხვა პლატფორმებთან შედარებით თამაშის ჩამოტვირთვა უკვე დღეიდან შეუძლიათ რათა მაქსიმალურად გამოიყენონ თამაშის სააქციო დრო. სხვა დანარჩენი პლატფორმის მომხმარებლებს კი თამაშის ჩამოტვირთვა 16 აგვისტოდან შეეძლებათ. თამაშში განვლილი პროგრესი და მიღწეევები ნებისმიერ მოთამაშეს შეენახება და მისი სრული ვერსიის შეძენისას თამაშის გაგრძელებას უპრობლემოდ შეძლებენ.

აქციის გამართვის განრიგი სხვა და სხვა სათამაშო სერვისებზე კი ასე გამოიყურება :

  • Steam 16-დან 20 აგვისტომდე
  • Uplay 16-დან 27 აგვისტომდე
  • PlayStation Network 14-დან 25 აგვისტომდე
  • Xbox Live 16-დან 27 აგვისტომდე

შეგახსენებთ, რომ Tom Clancy’s Rainbow Six: Siege გაყიდვაში 2015 წლის 1 დეკემბერს გამოვიდა, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.