გამოქვეყნდა PS4-ის ექსკლუზივის ადამიანი ობობის ტრეილერი

59 ნახვები

კომპანიებმა Insomniac Games და Marvel ახალი ადამიანი ობობის  ტრეილერი წარმოგვიდგინეს. აღნიშნული ტრეილერი სულ რაღაც ერთ წუთს შეადგენს თუმცა მასში წარმოდგენილია ბევრი ნაცნობი სუპერგმირი.

როგორც იცით Spider-Man-ის გამოსვლამდე სულ რამოდენიმე დღეა დარჩენილი. მისი გამოსვლის თარიღი 2018 წლის 7 სექტემბერი გახლავთ და იქნება PlayStation 4-ის ექსკლუზივი.

Spider-Man-ში მოთამაშეებს ელით კარგად და მასშტაბურად შემუშავებული სამყარო. თამაშში წარმოდგენილი იქნება საინტერესო სიუჯეტური ხაზი, რომელიც პიტერ პარკერის სუპერგმირის ადამიანი ობობის შესახებ ახალ და საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს. თამაშში სიუჟეტურ დავალებებთან ერთად ხელმისაწვდომი გვერდითი დავალებებიც იქნება რაც თამაშის პროცესს უფრო მეტად სახალისოს და საინტერესოს გახდის.