მრავალმომხმარებლური რეალითი შოუ SCUM ნაადრევი სტადიით თვის ბოლოს გამოვა

136 ნახვები

სტუდიები Gamepires და Croteam გამომცემლობა Devolver Digital-თან ერთად მზად არიან ნაადრევი სტადიით Steam-ის ონლაინ მაღაზიაში გამოუშვან მრავალმომხმარებლური, გადარჩენის ჟანრის თამაში SCUM.

თამაში გახლავთ სისხლიანი ტელეშოუ. მოთამაშეები მოირგებენ პატიმრების როლს, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ გადარჩენისათვის იბრძოლებენ, თამაშის ღია სამყაროში. მაყურებლებს კი შესაძლებლობა ექნებათ საკუთარ ფავორიტს სხვა და სხვა საჩუქრებით დაეხმარონ  თამაშში, რათა გაიმარჯვონ ან სიკვდილის შემდეგ კვლავ დაუბრუნდნენ თამაშს. რაც შეეხება სპონსორებისაგან მიღებულ ნივთებს, ისინი სიკვდილის შემდგომ თამაშში დაბრუნებისას კვლავაც შეუნარჩუნდებათ მოთამაშეებს. შემქმნელებმა თამაშისათვის გადარჩენის რთული სისტემა შეიმუშავეს სადაც ყველა დეტალი მნიშვნელოვანია : აღჭურვილობის წონა, სხეულის წონა, კბილების მდგომარეობა, დაღლილობა და ჭრილობები.

თამაში ნაადრევი სტადიით 2018 წლის 29 აგვისტოს გამოდის, PC პლატფორმაზე.