გამოქვეყნდა Ubisoft-ის თამაშების სია რომლებსაც Gamescom 2018-ზე გვიჩვენებს

201 ნახვები

როგორც იცით რამოდენიმე დღეში კონკრეტულად კი 21 აგვისტოს გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართება თამაშების ყოველწლიური გამოფენა Gamescom 2018. აღნიშნულ ღონისძიებაზე რა თქმა უნდა წარმოდგენილი იქნება ცნობილი Ubisoft-იც, რომელმაც გამოაქვეყნა იმ თამაშების სია რასაც ღონისძიებაზე წარმოგვიდგენს და ამასთან დაკავშირებით სპეციალური ვიდეო რგოლიც გვიჩვენა.

კომპანია წარმოგვიდგენს ისეთ ცნობილ თამაშებს როგორებიცაა – Assassin’s Creed: Odyssey, Tom Clancy’s Rainbow Six: Siege, The Division 2-ს და სხვა მრავალი.

აღნიშნული პროექტების სრული სია კი ასე გამოიყურება.

  • Assassin’s Creed: Odyssey
  • Trials Rising
  • For Honor
  • Starlink: Battle for Atlas
  • Space Junkies
  • Transference
  • Tom Clancy’s Rainbow Six: Siege
  • Just Dance 2019
  • Anno 1800
  • Skull & Bones
  • The Division 2