QuakeCon 2018 – Doom: Eternal-ის, Rage 2-ის ახალი გეიმფლეი და მეტი

41 ნახვები

გუშინ Id Software-მა QuakeCon 2018 გამართა, რომელშიც ნაჩვენები იყო Doom: Eternal-ის და Rage 2-ის ახალი გეიმფლეი და გამოვლენილი იყო ახალი დეტალებიც, მათ შორის Quake: Champions-ზეც.

Doom: Eternal

დავიწყოთ კონფერენციის მთავარი ნაწილით – Doom: Eternal წარმოადგენს სიქველს 2016 წლის Doom-ისთვის. ამჯერად დემონები დედამიწაზეც გავრცელდნენ და Doom Slayer-ს (იგივე Doomguy) მათი განადგურება მოუწევს. თუმცა, მოქმედება არამარტო დედამიწაზე ხდება – ნაჩვენები იყო გეიმფლეი ფობოსზეც (მარსის ერთ-ერთი მთვარე). შემქმნელებმა გამოთქვეს, რომ ისინი “Doom-ის სამყაროს” აგებას გეგმავენ. ეს კონკრეტულად რას უნდა ნიშნავდეს, ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.

Doom: Eternal.

Doom: Eternal-ს გეიმპლეიში რადიკალური ცვლილებები არ შეაქვს, არამედ აუმჯობესებს და აფართოვებს არსებულ ელემენტებს – გადაადგილებას, იარაღებს, ოპონენტებსა და gore სისტემას.

გავეცნოთ Doom Slayer 2.0-ს: მას აქვს გაუმჯობესებული აბჯარი, მხარზე მიმაგრებული მინი-ზარბაზანი (cannon) და ცეცხლსატყორცნი (flamethrower), ხელზე მიმაგრებული განშლადი საბრძოლო დანა და სწრაფი გადაადგილების (dash) ახალი მანევრი.

იარაღებს რაც შეეხება, ზოგიერთს სროლის ალტერნატიული რეჟიმი დაემატა – მაგ. Combat Shotgun-სა და Plasma Rifle-ს, როგორც გეიმპლეიშია ნაჩვენები. ასევე, Super Shotgun-ზე ახლა შეგიძლიათ Hook-ის მომაგრება, რომლის მეშვეობით Doom Slayer თავის თავს მტრებისკენ მიიზიდავს.

მტრებს შორის ვხედავთ როგორც ნაცნობ, ასევე ახალ სახეებსაც. არამარტო ეგ, შემოღებულია მტერთა განადგურების ახალი სისტემა და, ბრძოლის განმავლობაში,მტრებზე დაზიანება უფრო დეტალურად გამოიხატება. რათქმაუნდა, ახალი Glory Kill-ების გარეშე Doom-ის სიქველი არაფერი იქნებოდა.

წინა თამაშის სტანდარტული PvP Multiplayer კარგად მიღებული არ იყო, მაგრამ Doom: Eternal-ს ახალი და საკმაოდ საინტერესო Multiplayer კომპონენტი შემოაქვს, რომელშიც ერთ ან რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია, დემონის სახით, სხვა მოთამაშის კამპანიაში შეღწევა.

რა თქმა უნდა, სიქველში გვხვდება ტექნოლოგიური გაუმჯობესებებიც – ამჯერად გამოყენებულია id Tech 7, რომელშიც გაძლიერებულია გეომეტრიული დეტალიზაცია და ტექსტურების ხარისხი.

Doom: Eternal გამოვა პლატფორმებზე: PC, PS4, XONE და Switch. გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

გეიმფლეის მთავარი დემოები:

 

 

PC-ს გეიმპლეი გაძლიერებული FOV-თი. ბოლოსკენ ახალი invasion mode-ის მოკლე ტიზერსაც ვხედავთ.

 

Rage 2

გამოვლინდა Rage 2-ის ახალი გეიმპლეიც, რომელიც წლევანდელ E3-ზე ნაჩვენები გეიმპლეის გავრცობილ ვერსიას წარმოადგენს. ახალ კადრებში უკეთესადაა ნაჩვენები მოთამაშის ძალები/შესაძლებლობები, მოთამაშის გაძლიერებული ე.წ. Overdrive სტადია (სპეციალური “rage mode”), განახლებული Boomstick და Mad Max-ის სტილის ავტობრძოლები. დაპირებულია დაურღვეველი, loading screen-ებისგან თავისუფალი გამოცდილება.

ცნობილი გახდა, რომ მოთამაშის მფლობელობაში იქნება 3 სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება, ერთი თითო კატეგორიისთვის, ესენია – მოტოციკლი, სტანდარტული ავტომობილი და საფრენი მანქანა.

Rage 2 2019 წლის გაზაფხულში გამოვა შემდეგ პლატფორმებზე: PC, PS4 და XONE. მისი გეიმპლეი დემო შეგიძლიათ აქვე იხილოთ:

 

Quake: Champions

დაანონსდა, რომ Quake: Champions პერმანენტულ free-to-play მოდელზე გადავა. ახალ მოდელში, დამწყები მოთამაშეებისთვის გახსნილი იქნება 1 კლასი/ჩემპიონი – Ranger. სხვა ჩემპიონთა გახსნა მიკროტრანზაქციებით მოხერხდება. ე.წ. Champions Pack-ით შესაძლებელი იქნება ყველა აწმყო და სამომავლო ჩემპიონისა და მატჩის გაღრმავებული set-up ოპციების გახსნა.

ასევე, როტაციაში სხვა ჩემპიონებიც იქნებიან – მოთამაშეებისთვის გამოსაცდელად. დაგვხვდება ასევე loot box-ები, თუმცა ამ მეთოდით გეიმფლეიზე გავლენის მქონე ნივთები არ გათამაშდება, აცხადებს id Software. სავარაუდოთ, loot box-ებში მხოლოდ კოსმეტიკური ნივთები დაგვხვდება.

Quake: Champions-ის ახალი ტრეილერი აქვე იხილეთ:

 

ქვემოთ კი შეგიძლიათ Doom: Eternal-ის ახალი სqრინშოთების დათვალიერება. Have a wonderful time in hell!