კომპანია Crytek ამ უქმეებზე თამაშს Hunt: Showdown უფასოდ გვთავაზობს

105 ნახვები

კომპანია Crytek მოთამაშეებს საინტერესო აქციას სთავაზობს. შემქმნელები ამ უქმეებზე PC პლატფორმის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს აბსოლუტურად უფასოდ ჩამოტვირთონ და ითამაშონ საშინელებათა ჟანრის თამაში Hunt: Showdown.

აღნიშნული აქცია გაგრძელდება 13 აგვისტომდე. იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ აქციაში საჭიროა, შეხვიდეთ Steam-ის ონლაინ მაღაზიაში, გადახვიდეთ თამაშის გვერდძე და დააჭიროთ ღილაკს თამაში. ამ ოპერაციისათვის საჭიროა იყოთ სერვისის რეგისტრირებული მომხმარებელი, თუ არ ხართ შეგიძლიათ მარტივად და უფასოდ დარეგისტრირდეთ.

აღნიშნული აქციის პერიოდში თამაში გაიყიდება 20% ფასდაკლებით. თქვენი განვლილი პროგრესი შეგენახებათ და თამაშის სრული ვერსიის შეძენისას უპრობლემოდ შეძლებთ თამაშის გაგრძელებას.

Hunt: Showdown გახლავთ კოოპერატიული ჟანრის თამაში. მასში მოქმედება ვითარედება 19 საუკუნის ალტერნატიულ სამყაროში, სადაც მოთამაშეებს საშინელ მონსტრებზე ნადირობა მოუწევთ. თამაში ყოველი ახალი გაშვებისას ახლიდან ახდენს სამყაროს გენერირებას რაც ქმნის განუმეორებელ სათამაშო გარემოს.

შეგახსენებთ, რომ თამაში ნაადრევი სტადიით 2018 წლის 22 თებერვალს გამოვიდა, PC პლატფორმაზე.