გამოქვეყნდა Red Dead Redemption 2-ის სათამაშო პროცესის ამსახველი პირველი კადრები

108 ნახვები

რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ჭორები, რომ კომპანია Rockstar Games ემზადებოდა ცნობილი და ერთ-ერთი მაშტაბური პროექტის Red Dead Redemption 2-ის სათამაშო პროცესის საჩვენებლად. აღნიშნული ჭორები კომპანიამ 8 აგვისტოს დაადასტურა და რამოდენიმე საათის შემდეგ დანაპირებიც შეასრულა და წარმოგვიდგინა სათამაშო პროცესის პირველი კადრები.

როგორც იცით, ცოტა ხნის წინ უკვე ვიხილეთ თამაშის ტრეილერი, თუმცა ამჯერად შემქმნელებმა თამაშის უამრავი საინტერესო და ულამაზესი დეტალი გვიჩვენეს. ტრეილერში რა თქმა უნდა ვიხილეთ ვესტერნისათვის დამახასიათებელი დეტალები : სროლები, ჩხუბები კოვბოებს შორის, ცხენებით დევნა და სხვა.

Red Dead Redemption 2-ში კომპანია წარმოგვიდგენს მაშტაბურ და ღია სამყაროს, რომლიც ყოველი მხრიდან სავსეა ფლორითა და ფაუნით, მტაცებელი ცხოველებითა და ფრინველებით. ტრეილერში ვიხილეთ განსხვავებული ტერიტორიები: ჭაობები, ქვიშით დაფარული უდაბნო, თოვლი და ულამაზესი მთები რომლებიდანაც თამაშის სამყაროს ულამაზესი ხედები იშლება.

თამაშში შევხვდებით უამრავ პერსონაჟს, რომლებსაც თამაშის განვითარებასთან ერთად უფრო ახლოდან გავიცნობთ. ასევე ვიხილავთ აღნიშნული საუკუნისათვის დამახასიატებელ პერსონაჟებს. მოთამაშეებს შემხვედრ პერსონაჟებთან შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი სურვილისამებრ წარმართონ ურთიერთობა და განსაზღვრონ მისი დასასრული, იქნება ეს დაპირისპირება, მკვლელობა თუ დამეგობრება. თამაშში წარმოდგენილი იქნება ახალი საბრძოლო სისტემა, როგორც ხელჩართული ბრძოლისათვის ასევე იარაღის გამოყენებით.

თამაშში შეხვდებით უამრავ სიუჟეტურ თუ გვერდით დავალებას. მათი შესრულებისას კი თქვენი გადაწყვეტილებები გავლენას იქონიებს სიუჟეტის მომავალ განვითარებაზე. თამაშში ასევე ვიხილავთ უამრავ გასართობს როგორებიცაა: მინი თამაშები, პოკერი, მადირობა და თევზაობა და სხვა.

თამაშის გამოდის 2018 წლის 26 ოქტომბერს, PlayStation 4-სა და Xbox One პლატფორმებზე.