Square Enix The Quiet Man-ის სათამაშო პროცესს მომავალ კვირას გვიჩვენებს

6 ნახვები

როგორც იცით კომპანია Square Enix-მა E3 2018-ის ღონისძიებაზე ახალი თამაში The Quiet Man დააანონსა და მისი კინემატოგრაფიული ტრეილერიც გვიჩვენა. თამაშთან დაკავშირებით დღემდე სხვა ინფორმაცია არ არსებობს. ცნობილია, რომ მასზე მუშაობს Human Head Studios (Prey). ასევე ვიცით, რომ თამაშის გმირი გახლავთ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გახლავთ სმენის დაქვეითებული და მუნჯი.

თამაშის ანონსისას კომპანია დაგვპირდა, რომ მასზე ახალ ინფორმაციას აგვისტოს თვეში გაგვაცნობდა და ასეც იქცევა. შემქმნელები The Quiet Man-ის სათამაშო პროცესს საკუთარ Youtube-ის არხზე რამოდენიმე დღეში კონკრეტულად კი 9 აგვისტოს გვიჩვენებენ.

თამაში გამოვა PC და PS4 პლატფორმებზე, მხოლოდ ციფრული ვერსიით.