სამეფო ბრძოლის ჟანრის ახალი თამაში Vigor უკვე ხელმისაწვდომია

127 ნახვები

როგორც იცით E3 2018-ის ღონისძიებაზე ArmA-სა და DayZ-ის შემქმნელებმა  ახალი პოსტ-აპოკალიფსური, სამეფო ბრძოლის ჟანრის მქონე თამაში Vigor დააანონსეს. თამაში ამ დროისათვის კი უკვე ხელმისაწვდომია Xbox One პლატფორმაზე.

თამაში სხვა ანალოგებისაგან იმით განსხვავდება, რომ მასში სათამაშო რუკა დიდია, მაგრამ მოთამაშეთა რაოდენობა 8-დან მაქსიმუმ 16 ადამიანამდე მერყეობს. თამაშის მოვლენები ვითარდება სამყაროს ალტერნატიულ ისტორიაში. 1991 წლის პოსტ-აპოკალიფსურ ნორვეგიაში. ჯერ კიდევ ბერლინის კედლის დაცემამდე სამყარო ბირთვულმა დაპირისპირებამ მოიცვა. კონფლიქტის შედეგად სკანდინავიურმა ქვეყნებმა ნაკლები ზიანი მიიღო და ახლა ის გადარჩენილი კაცობრიობისათვის ერთადერთ საყრდენს წარმოადგენს, თუმცა ცივილიზაცია აღარ არსებობს და ადამიანები სასტიკად უპირისპირდებიან ერთმანეთს იმ მცირედი რესურსების გამო რაც ჯერ კიდევ შემორჩა კაცობრიობას. ამ სამყაროში კი მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ.

 

თამაშის სრული ვერსია 2019 წლის თებერვალში გამოვა, მხოლოდ Xbox One პლატფორმაზე და იქნება აბსოლუტურად უფასო. მანამდე კი მოთამაშეებს შეუძლიათ თამაშის ნაადრევი ვერსია სრულიად უფასოდ ითამაშონ, თუმცა მხოლოდ 2 საათით. მათ კი ვისაც სურს შეზღუდვის მოხსნა ამისათვის მოუწევთ 20 დოლარის გადახდა რის შემდეგაც თამაშზე სრულ წვდომასა და სხვა და სხვა ბონუსებს მიიღებენ.